მოვიდა დრო, მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისგებაში მისაცემად, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"მოვიდა დრო, მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისგებაში მისაცემად.
გუშინ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც:
გმობს საქართველოს მთავრობის „არალიბერალურ და ავტორიტარულ რეგრესს“ და ხაზს უსვამს ივანიშვილის ნეგატიურ გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე;
რეზოლუცია შეიცავს მოთხოვნას, რომ საფრანგეთის მთავრობამ განიხილოს ბიძინა ივანიშვილისთვის ადრე მინიჭებული საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევის საკითხი;
ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას მანამ, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიულ ღირებულებებს და არ ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები", - წერს გვარმია.
ცნობისათვის, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც "გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ მიმართულებას და კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ".