ქალბატონი სალომე დაბრუნდა თავის სამშობლოში, სწორ ადგილას იყო, სადაც საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იქნა მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდმომარემ, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორია.
„ქალბატონი სალომე დაბრუნდა თავის სამშობლოში. სწორ ადგილას იყო, სადაც საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იქნა მიღებული. ორგანული იყო ის სურათი, რაც ვიხილეთ. ქალბატონი სალომე თავის სამშობლოში საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისათვის, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც "გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ მიმართულებას და კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ".
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვას დაესწრო.