გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, შეცდომა იყო, რომ 2008 წელს მხარი არ დაუჭირეს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების შესახებ აშშ-ის წინადადებას.
მისი თქმით, უკრაინა ნატო-ს წევრი რომ გამხდარიყო, სავარაუდოდ, ომის აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
ვფიქრობ, დღეს ყველას შეგვიძლია, დავინახოთ, დღევანდელი გადასახედიდან მაინც, რა შეცდომა იყო 2008 წელს ბუქარესტში გამართულ ნატო-ს სამიტზე უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ ამერიკული წინადადების გაუთვალისწინებლობა. უკრაინა ნატო-ს წევრი რომ გამხდარიყო, ეს ომი, სავარაუდოდ, თავიდან იქნებოდა აცილებულ”, - თქვა მერცმა ნატოს გენერალურ მდივან რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.