სამხრეთ კორეის პოლიციამ სეულში, პირად რეზიდენციაში მეორე მცდელობის შედეგად დააკავა პარლამენტის მიერ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებული იუნ სოკ იოლი.
იოლი კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხებაშია ეჭვმიტანილი 2024 წლის დეკემბერში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო. იუნ სოკ იოლი ბრალდებას უარყოფს.
სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ პარასკევს, 3 იანვარს ვერ შეძლო პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის დაპატიმრება, რათა აღესრულებინა დაკავების ორდერი პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსხურის მიერ პოლიციელებისა და გამომძიებლების მიმართ ხელის შეშლის გამო.
ამჯერად, იუნ სოკ ოლის დასაკავებლად 3000-ზე მეტი პოლიციელი გაგზავნეს. იუნის პირად რეზიდენციასთან იმყოფებოდა მისი რამდენიმე ასეული მხარდამჭერიც.
სეულის საოლქო სასამართლომ იუნ სოკ იოლის დაპატიმრების ორდერი 2024 წლის 31 დეკემბერს გასცა.
დაკავების შემდეგ იუნ სოკ იოლმა განაცხადა, რომ კანონის უზენაესობა მთლიანად ჩამოიშალა, დაკითხვას კი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დათანხმდა.