სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ პარასკევს, 3 იანვარს ვერ შეძლო პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის დაპატიმრება, რათა აღესრულებინა დაკავების ორდერი პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსხურის მიერ პოლიციელებისა და გამომძიებლების მიმართ ხელის შეშლის გამო. იუწყება Reuters
სამხრეთ კორეის კორუფციის საგამოძიებო სააგენტომ განაცხადა, რომ დაახლოებით 80 პოლიციელი და გამომძიებელი შევიდნენ სეულში საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაკავების ორდერის შესასრულებლად, მაგრამ პრეზიდენტის დაცვამ მათ ხელი შეუშალა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ასობით მხარდამჭერი გამთენიისას შეიკრიბა მისი რეზიდენციის წინ. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ დაბლოკავდნენ იუნ სუკ იოლის დაკავების ნებისმიერ მცდელობას.
გენერალურმა პროკურორმა ადგილზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების მოტივით გააუქმა დაკავების ორდერის აღსრულება. ბრძანება, რომელიც მოქმედებს 6 იანვრამდე, ძალაში რჩება და შესაძლოა გაგრძელდეს.
ორდერი მას შემდეგ გასცეს, რაც იოლმა, უგულებელყო საგამოძიებო ორგანოების არაერთგზის თხოვნა, მისულიყო დაკითხვაზე და მათთვის ოფისში ჩხრეკის ჩატარების უფლება მიეცა.
გამომძიებლებმა იოლისთვის დაკავების ორდერი აჯანყებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გასცეს.