პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის მიუხედავად, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს არ დააპატიმრებენ, თუ ის პოლონეთში ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ოსვენციმის გათავისუფლების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჩავა.
ტუსკის თქმით, მან პოლონეთის იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს სთხოვა გადაწყვეტილების სამართლებრივი მხარდაჭერა.
„ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სასამართლოს ორდერი, მეორე მხრივ, ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ისრაელის პრეზიდენტს ან ისრაელის სახელმწიფოს ნებისმიერ სხვა წარმომადგენელს აქვთ სრული უფლებები და უსაფრთხოების განცდა საიუბილეო ღონისძიებებზე“, - განაცხადა მან.
„ვერ წარმომიდგენია, რომ ისრაელის პოლიტიკური ლიდერები ვერ შეძლებენ უსაფრთხოდ მონაწილეობა მიიღონ ოსვენციმის გათავისუფლების აღსანიშნავ ღონისძიებაში, ეს სრულიად მიუღებელია“, - ხაზგასმით აღნიშნა ტუსკმა.
იმავე დღეს პოლონეთის მთავრობამ გამოსცა რეზოლუცია, რომელიც გარანტიას აძლევს ისრაელის მაღალჩინოსნებს ოსვენციმის გათავისუფლების აღსანიშნავ ღონისძიიებაში მონაწილეობა თავისუფლადმიიღონ.
„პოლონეთის მთავრობა განიხილავს ისრაელის ლიდერების უსაფრთხო მონაწილეობას 2025 წლის 27 იანვრის ღონისძიებებში, როგორც ებრაელი ხალხის პატივისცემის ნაწილს, რომლის მილიონობით შვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლი გახდა“, - ნატქვამის პოლონეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერები 2024 წლის ნოემბერში გასცა.