სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა.
სასამართლოს თანახმად, დაკავების ორდერები უკავშირდება ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს, რომელიც ისრაელის პოლიტიკურმა და სამხედრო ლიდერებმა სავარაუდოდ ჩაიდინეს ღაზაში გაჩაღებულ ომში.
გავრცელებული ცნობით, სასამართლომ ასევე გამოსცა "ჰამასის" ლიდერის მუჰამედ დიაბ იბრაჰიმ ალ მასის დაკავების ორდერი.
ალ მასრი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მუჰამედ დეიფი, იყო 7 ოქტომბერს ისრაელზე შემაძრწუნებელი თავდასხმის ერთ-ერთი "სულისჩამდგმელი".
ისრაელი არ არის რომის სტატუტის წევრი, არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და ნეთანიაჰუს წინააღმდეგ წამოწყებულ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.