ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი უხეშად გამოეხმაურა კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული განცხადების გამო, რომელიც ტრუდომ გამორიცხა კანადის შეერთებულ შტატებთან კანადის შეერთება.
მასკის უხეში კომენტარი გაჩნდა ჯასტინ ტრუდოს სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც ის კატეგორიულად გამორიცხავს კანადას შეერთებულ შტატებთან შეერთების შესაძლებლობას,
"გოგონა, შენ აღარ ხარ კანადის გუბერნატორი, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვი", - წერს ილონ მასკი.
შეგახსენებთ, კანადის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კატეგორიულად გამორიცხა, რომ კანადა გახდება შეერთებული შტატების ნაწილი გახდება, რაზეც არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბოლო დროს გამუდმებით საუბრობს.
"მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს. ჩვენი ორივე ქვეყნის მოქალაქეები და საზოგადოებები სარგებლობენ იმით, რომ იყვნენ ერთმანეთის უდიდესი პარტნიორები ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებში", - წერს ტრუდო.