კანადის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კატეგორიულად გამორიცხა, რომ კანადა გახდეს შეერთებული შტატების ნაწილი გახდება, რაზეც არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბოლო დროს გამუდმებით საუბრობს.
"მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს. ჩვენი ორივე ქვეყნის მოქალაქეები და საზოგადოებები სარგებლობენ იმით, რომ იყვნენ ერთმანეთის უდიდესი პარტნიორები ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებში", - წერს ტრუდო.
მანამდე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შესთავაზა კანადას აშშ-ის 51-ე შტატად შეერთება.
„კანადა და შეერთებული შტატები, ეს მართლაც რაღაც იქნებოდა. აღარ იქნებოდა ხელოვნურად გავლებული საზღვარი. ეროვნული უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა. ნუ დაგავიწყდებათ: ჩვენ, არსებითად, ვიცავთ კანადას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჟოლიმ აღნიშნა, რომ ტრამპის ასეთი განცხადებები აჩვენებს „სრული გაგების ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რა ხდის კანადას ძლიერ ქვეყნად“.