ჩინეთის ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში 7 იანვარს დილით 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ჩინეთის სეისმოლოგიური ქსელის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ტინგრის ოლქში 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ამის შემდეგ დაფიქსირდა 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ რამდენიმე ბიძგი.
Reuters-ის ცნობით, ბიძგები ასევე იგრძნობოდა მეზობელ ნეპალში, ბუტანსა და ინდოეთში, აღნიშნავს
წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 53, ხოლო დაშავებულია 62 ადამიანი.