აშშ-ის კონგრესმა ოფიციალურად დაამტკიცა დონალდ ტრამპის გამარჯვება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. კონგრესმა დაადგინა, რომ საარჩევნო კოლეგიის ხმების მიხედვით, დონალდ ტრამპმა მისი ოპონენტი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.
საბოლოო შედეგების თანახმად, საარჩევნო კოლეგიაში დონალდ ტრამპმა 312 ხმა, ხოლო კამალა ჰარისმა 226 ხმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.