მოლდოვiს მთავრობის მეთაური დორინ რეჩანი მიიჩნევს, რომ დნესტრისპირეთში ენერგეტიკული და ჰუმანიტარული კრიზისის უკან რუსეთი დგას, რომელსაც სურს გამოიყენოს ეს ბერკეტი უკრაინაზე ზეწოლის მიზნით.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთში არსებული ენერგეტიკული კრიზისი ხელოვნურად არის შექმნილი.
მისი განმარტებით, სწორედ ამიტომ რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება, გაუარესების მიუხედავად, მოლდოვის მხარდაჭერით არ არის დაინტერესებული.
„კიშინიოვმა შესთავაზა დახმარება, მაგრამ ეს შეთავაზება უარყოფილ იქნა, რადგან რუსეთს ხელოვნურად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი სჭირდება“, - თქვა რეჩანმა.
„რუსეთი აკონტროლებს დნესტრისპირეთს და არავის აძლევს დნესტრისპირეთის რეგიონის დახმარების უფლებას“, - დასძინა მოლდოვის პრემიერმა.
მისივე თქმით, ენერგეტიკული კრიზისი რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია.
„რუსეთის მიზანია რეგიონში არასტაბილურობის შექმნა და ასევე, რაც მთავარია, გავლენა მოახდინოს მოლდოვის არჩევნებზე, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება.
მათი მიზანია მიიღონ პრორუსული მთავრობა, რომელიც საბოლოოდ დაეხმარება მათ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების კონსოლიდაციაში [უკანონოდ განლაგებული მოლდოვის ტერიტორიაზე] და მომავალში გამოიყენონ ეს ბერკეტები, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.