კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის: ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება-ხოლმე და მათ - უცხოელების, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.
„კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის:
ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება-ხოლმე და მათ - უცხოელების.
ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები!
ისე, რა საცოდავ დღეში არიან, სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდისქნევას რომ ზეიმობენ“, - წერს მდინარაძე.
შეგახსენებთ, დღეს, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.