აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაასრულეს.
მათ თბილისის ქუჩებში მსვლელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალა.
მანამდე მომიტინგეებმა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქცია დაშალა. კოსტავას ქუჩაზე აღმართეს ბარიკადები
შემდეგ კი ქციის მონაწილეები მსვლელობით მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ.
აქციის მოანწილეები აცხადებენ, რომ ისინი 4 დეკემბერს, 19:00 საათზე პარლამენტთან კვლავ შეიკრიბებიან.
28 ნოემბრიდან მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შეჩერებას.
ფოტო: პუბლიკა