საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან განვითარების კუთხით თანამშრომლობა აღარ არის შესაძლებელი. საქართველოსთან ყველა სახის თანამშრომლობა გადახედვის პროცესშია, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი სვენია შულცე აცხადებს.
მისი თქმით, არ განხორციელდება ახალი პროექტები და არ მოეწერება ხელი სასესხო ხელშეკრულებებს.
„შესაძლოა, მივიღოთ დამატებითი ზომები ევროკავშირსა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით“, – აღნიშნავს მინისტრი. მის განცხადებას საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ავრცელებს.