ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან და მოვუწოდებთ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს ბრძოლაში, რათა აღადგინონ დემოკრატია და თავისუფლება თავიანთ ქვეყანაში, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონი და მაღალი რანგის წევრი, სტივ კოენი ავრცელებენ.
"ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან და მოვუწოდებთ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს ბრძოლაში, რათა აღადგინონ დემოკრატია და თავისუფლება თავიანთ ქვეყანაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები იმ პირების დასასჯელად, რომლებმაც ქართველების მშვიდობიანი პროტესტისა და მათი ლიდერების არჩევის უფლებები დაარღვია", - წერია განცხადებაში.