ირაკლი ღარიბაშვილი პარტია ქართულ ოცნებას ტოვებს, - ინფორმაციას ტელეკომპანია "პირველი" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯომარე აპირებს თქვას, რომ ის ბიზნესში მიდის.
იუწყებიან, რომ "ოცნების" ლიდერები ღარიბაშვილს გუნდში ფორმალურად დარჩენას სთავაზობენ და სთხოვენ, განცხადება საპროტესტო აქციების ფონზე არ გააკეთოს.
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, პარტია "ქართულ ოცნებას" ჩაუდგა სათავეში.