გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი მორიგჯერ ეხმიანება თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
"თავისუფლებისთვის მებრძოლებსა და ერთგულ ევროპელებს საქართველოში სჭირდებათ სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით:
ევროკავშირმა სანქციები უნდა დააწესოს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში.
გაყალბებული არჩევნების არაღიარება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა“, - წერს როთი სოციალურ ქსელში.