ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას X-ზე ეხმიანება და წერს, რომ „საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია“.
„საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია: არჩევნების მასობრივმა ფალსიფიკაციამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.