საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს
პრეზიდენტის თქმით, არჩევნების მასობრივმა ფალსიფიკაციამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა.
„საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია:
არჩევნების მასობრივმა ფალსიფიკაციამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა;
მე უარი ვთქვი მომეწვია პირველი სესია, კონსტიტუცია კი არ სცნობს არავის ჩემს შემცვლელად;
ჩემი სარჩელი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოშია შეტანილი"- წერს პრეზიდენტი.