უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა 16 იანვარს პარიზში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ მაკრონმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ორმხრივი შეთანხმება აკონკრეტებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც აიღეს G7-ისქვეყნებთან გასულ ივლისში ნატოს ვილნიუსის სამიტზე.
„ჩვენი მხარდაჭერა არა მხოლოდ გრძელვადიანია, არამედ აქვს კოლექტიური განზრახვა, ვინაიდან დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ უკვე მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას“, - განაცხადა მან.
გერმანიამ და უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეთანხმებას ხელი პარასკევს, 16 თებერვალს, ბერლინში მოაწერეს.
მანამდე კი იანვარში, უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან გააფორმა.