დეკანოზი ზაზა თევზაძე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ მდუმარე საპროტესტო აქციას "თავისუფლებისთვის" უერთდება.
მდუმარე საპროტესტო აქცია პარლამენტთან 20:00 საათზე დაიწყება.
დეკანოზი თევზაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, შეუერთდნენ საპროტესტო აქციას.
"ვისაც გინდათ საქართველოს ნათელი მომავალი ქონდეს, ყველანი 20:00 რუსთაველზე!", - წერს მამა ზაზა თევზაძე სოციალურ ქსელში.
აქციას პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები უერთდებიან. აქციის გამართვის ინიციატივით "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გამოვიდა.