''თვალთხარია გახარია“ , "მონა, მონა, წადი," , - პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებითა და სასტვენებით დახვდნენ.
გახარია აჭარაში საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩავიდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივასა" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები პროპორციული არჩევნების ჩაგდებას აპროტესტებენ.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული და აქციის მონაწილეებს პრემიერთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. გახარიამ ტერიტორია პოლიციის კორდონის თანხლებით დატოვა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ყველგან მივლენ, სადაც ის იქნება და დისკომფორტს შეუქმნიან.