თბილისში, თემქის მესამე მ.რ.-ში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა. აფეთქება წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
როგორც "რუსთავი2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, აფეთქების შედეგად ჩამოინგრა აივნის ნაწილი. დაშავებულია ერთი ადამიანი.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები. მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ბუნებრივი აირის აფეთქებას ღია ცეცხლი არ გამოუწვევია.