ტელეკომპანია „პირველის" გადაცემა "ღამის ამბებმა" გაასაჯაროვა მამუკა ხაზარაძისა და თიბისი ბანკის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილები, რომლებიც გასულ წელს განხორციელებულ კიბერშეტევას ეხება.
წერილებიდან ირკვევა, თიბისი ბანკზე კიბერშეტევის მცდელობას ადგილი ჰქონდა 2018 წლის 16 ივლისს, რის შესახებაც ბანკმა შსს-ს 17 ივლისს აცნობა.
თიბისიმ დაადგინა, რომ შეტევა რუსთაველის ნომერ 12-ში მდებარე ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობიდან განხორციელდა, რის შესახებაც თიბისიმ ასევე აცნობა შსს-ს. ამ წერილებიდან ერთი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ეკატერინე ეგუტიას ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი სამი კი მთავრობას თავად მამუკა ხაზარაძემ გაუგზავნა.



