13 წლის გოგო, რომელიც რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადავარდა, გარდაიცვალა.
შემთხვევა რუსთვში, ლეონიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სახურავზე ორი გოგო სურათის გადასაღებად ავიდა, მათგან ერთი კი შემთხვევით გადავარდა და დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.