პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გამოძიებას ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მიაწოდა. მისი თქმით, ქადაგიძემ შეკითხვებს პასუხები ვერ გასცა.
"როგორც მან განაცხადა, არც TBC ბანკის შემოწმების პროცესი ახსოვს და არც შემოწმების შედეგი. შესაბამისად, მან გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ვინაიდან, ყველაფერზე აცხადებს, რომ ეს დეტალები არ ახსოვს, თუმცა თქვა, რომ ბუნდოვანი არაფერი არ არის. გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, ამ პერიოდში სააგენტოს ჩატარებული აქვს TBC ბანკის შემოწმება. გვქონდა შეკითხვები შემოწმების პროცესთან და შედეგთან დაკავშირებით. ქადაგიძე ამბობს, მას არ ახსოვს არც შემოწმების პროცესი და არც შემოწმების შედეგი. ვინაიდან გიორგი ქადაგიძეს არ ახსოვს არც შემოწმების პროცესი და არც შემოწმების შედეგები, გამოძიებას მან არ მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია", - ამბობს ტყეშელაშვილი.