ყაზბეგში კვადროციკლის ხევში გადავარდნის შედეგად მამა და მისი 10 წლის შვილი დაიღუპნენ.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
მაშველები ხევში გადავარდნილი მამა-შვილის ამოყვანისთვის შესაბამის სამუშაოებს ამ დრომდე ატარებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.