უკრაინის სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევება, კანონიერ ქმედებად ცნო. ამის შესახებ განცხადება კიევის სასამართლოს პრეს-სამსახურმა დღეს გააკეთა.
ანგარიშის თანახმად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის მოთხოვნა უკანონო რეადმისიის აღიარების შესახებ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლონეთმა დაადასტურა თანხმობა, რის შემდეგაც უკრაინამ ევროკავშირთან რეადმისიის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, გააძევა სააკაშვილი ქვეყნიდან, მასში უკანონოდ ყოფნის მიზეზით.
შეგახსენებთ, 2017 წლის 10 სექტემბერს სააკაშვილმა გადაკვეთა პოლონეთისა და უკრაინის საზღვარი, რის შემდეგაც დაიწყო პოლიტიკური მოძღვაწეობა უკრაინაში. 2018 წლის თებერვალში კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში თითმფრინავით დააბრუნეს.