საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა ელისაბედ რულოვსი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს.
მისი თქმით, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ის გამოძიება, რომელიც დარღვევებით ჩატარდა, კიდევ უფრო ამძიმებს ამ ოჯახისთვის და მთელი საზოგადოებისთვის ამ ფაქტს.
„ვაცხადებ ჩემს მხარდაჭერას ბატონ ზაზასთან და მის სამართლიანობის აღდგენის ბრძოლასთან. ხმა აღარ აქვს ბატონ ზაზას, მაგრამ ხალხი დგას მასთან და მე იმედი მაქვს, რომ ხალხი მის მაგივრად ილაპარაკებს დღეს და მაგრად იქნებიან და მოსთხოვენ აუცილებლად, რომ სამართლიანობა აღდგეს. რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ის გამოძიება, რომელიც დარღვევებით ჩატარდა, კიდევ უფრო ამძიმებს ამ ოჯახისთვის და მთელი საზოგადოებისთვის ამ ფაქტს“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გარჩევების ინსტიტუტი შეიცვალოს.