ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის ინიციატივაა, რომ საზოგადოებამ თავად შეარჩიოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა.
ამ გადაწყვეტილების შესახებ აქციის მონაწილეებს ზვიად კუპრავამ გააცნო.
„ის რომ გადადგა შოთაძე არ ნიშნავს,რომ მოიშალა სისტემა შოთაძე იყო ერთი ჭანჭიკი ამ სისტემის.
შოთაძის გადაყენების შემდეგ ალბათ შეიძლება შემოგვთავაზონ შოთაძის მოადგილე, რომელიც გააგრძელებს ამ კურსს.
ჩვენ ზაზა გვთავაზობს ასეთ რამეს შეიქმნას სამოქალაქო ჯგუფი ზაზა სარალიძისხელმძღვანელობით,სადაც შევლენ იურისტები, ექიმები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შევარჩიოთ მთავარი პროკურატურა კანდიდატი ადვოკატებისგან წარვუდგინოთ პარლამენტს და დავანიშნინოთ მთავარ პროკურორად“, - განაცხადა ზვიად კურპავამ.