ხვალ, 14 დეკემბერს, 13:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროში (გორგასლის ქ. # 16) გაიმართება ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსის დავით თომაძის ბრიფინგი. ბრიფინგზე საჯარო გახდება დავების განხილვის საბჭოზე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 2010 წლის 12-17 დეკემბერს თანამედროვე ამერიკული ჯაზის ანსამბლს, დენ ტეპფერის ტრიოს საკონცერტო ტურნეს მასპინძლობს. ხვალ, 14 დეკემბერს, 18:30 საათზე, კონცერტი თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია. დენ ტეპფერის ...
თბილისი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს. გასული წლის დეკემბრიდან საქართველოს დედაქალაქი აღნიშნული ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე ქალაქს წარმოადგენდა. თბილისი ერთადერთი ქალაქია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომელიც ევროკავშირის ქალაქების მხარდაჭერით სამუშაო ჯგუფის ხელმ...
რუსეთში სეპარატისტული აფხაზეთიდან უკვე გატანილია 11 074 ტონა მანდარინი, 60 ტონაზე მეტი ფეიხოა და 2 000 ტონა ხურმა. განცხადება ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა იური აკაბამ გააკეთა. მისი თქმით, ციტრუსის სეზონს დასრულებამდე რუსეთის ფედერაციაში 20 ათას ტონა ციტრუსზე მეტის ...
ლევან გაჩეჩილაძე მზადაა, პირდაპირ ეთერში ღია დებატები გამართოს მიხეილ სააკაშვილთან ან ნინო ბურჯანაძესთან, ანუ იმ პოლიტიკოსებთან, ვინც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სახელისუფლებო მხარეს წარმოადგენდა. ეს განცხადება "ქართული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა 13 დეკ...
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატების შეხვედრა აკადემიური საბჭოს წევრებთან გრძელდება. დღეს აკადემიური საბჭოს წევრები რექტორის არჩევნებში მონაწილე ორი კანდიდატის - გიორგი ჭინჭარაულის და ალექსანდრე კვიტაშვილის სამოქმედო გეგმას გაეცნენ. რექტორის არ...
საქართველომ ნატოს კრიტერიუმები რომ დააკმაყოფილოს, ალიანსის წევრი გახდება. ეს განცხადება მოსკოვში ნატოს საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელმა რობერტ პშელმა გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება დამოკიდებულია მის მიერ ალიანსის კრიტერიუმების შესრულებაზე. პშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს ნატოს ბუ...
საფრანგეთის პოლიციამ 17 წლის მოზარდი, რომელმაც ბაგა-ბაღში ბავშვები მძევლად აიყვანა, დააკავა. ჯერჯერობით დეტალები არ კონტროლდება. როგორც BBC იუწყება, მოზარდი ფსიქიკურად გაუწონასწორებულია. ბაღში ის რამდენიმე საათის წინ ორი ხმლით შეიჭრა. კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ დაატყვევა ბავშვები, ჯერჯერობით ...
"რეფერალური ჰოსპიტალის" მფლობელი პოლონური საინვესტიციო კომპანია "დევანი" სამი წლის განმავლობაში საქართველოში 3 მლნ. ევროს ინვესტიციას განახორციელებს. როგორც დღეს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ანდრია რუშაძემ სასტუმრო "რედისონში" გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ჯანდაცვის სექტორში ევ...
ავლაბარში თვითმკვლელობა მოხდა. ნიავის ქუჩა 18 ნომერში მცხოვრებმა, 26 წლის რომა მირზოიანმა საკუთარ ბინაში თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის ცხედარი ბინაში ძმამ იპოვა. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე მოკვლევას პოლიციის კრიმინალური სამსახური აწარმოებს.
ხვალ, 14 დეკემბერს, ე. წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო ჯარის ორი სამხედრო ქალაქი გაიხსნება. "მუგუთის დასახლებულ პუნქტში და ზნაურის რაიონის სოფელ ზივლეთში სამხრეთ ოსეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველოს ორი სამხედრო ქალაქი გაიხსნება", _ ინფორმაციას ამის შესახებ ცხინვალის რ...
ირანის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაქი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის ბრძანებას მაჰმუდ აჰმადინეჯადმა ხელი უკვე მოაწერა. ოფიციალურ ინფორმაციის ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მოთაქის გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება. აღსანიშნავია, რომ მანუჩარ მოთა...
16 დეკემბერს, 19:00 საათზე, გაიხსნება ახალი გალერეა art-east. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ნანა ზაალიშვილის პირადი კოლექცია და თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ღონისძიების მასპინძლები არიან კოლექციონერები იკა ბოკუჩავა და თათული დანელია. გალერეა art-east -ში. გარდა მხატვრული ექსპოზიციებისა, დაგეგმ...
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ჩიორა თაქთაქიშვილი, მოადგილედ კი კახაბერ ანჯაფარიძე დაინიშნებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით იურიდიული კომიტეტი ინიციატივით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა. ამასთან, კიდევ ერთი ცვლილებით, ლაშა თორდია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ადამ...
საინიციატივო ჯგუფის მიერ მედიის შესახებ მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით, შესაძლოა, 17 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე გავიდეს. შესაბამისი წინადადებით დეპუტატებს "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიმართა და აღნიშნულ კონტექსტში კომიტეტებს ს...