დღეს, 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ისრაელის მოქალაქეების რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება, რის შემდეგაც დაცვის მხარე წარმოადგენს მოწმეებს.
უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა ქვეყნის პრემიერ მინისტრისა და ფინანსა მინისტრის დაკითხვის შესახებ რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მოქალაქეები, ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში 14 ოქტომბერს დააკავეს. ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად.
მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
მასალის გამოყენების პირობები