ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, რიგამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული დარტყმების, მათ შორის ჰუმანიტარულ ცენტრზე თავდასხმის შემდეგ.
"ლატვიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმების გამო. თავდასხმებს შორის იყო იერიში კომიშუვახაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრზე, რასაც სულ მცირე 26 უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა", - წერს ბრაჟე.
ბოლო მონაცემებით, კომიშუვახაში ჰუმანიტარულ ცენტრზე რუსეთის თავდსახმის შედეგად დაღუპულია 29, 48 ადამიანს კი - ეძებენ.