3 ნოემბრის ღამეს ლატვიის ლუძისა და ბალვის რეგიონებში დაუდგენელი დრონის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა.
სამშაბათს, ღამით ლუძისა და ბალვის რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. საფრთხეზე რეაგირებისთვის ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში ნატო-ს საჰაერო პატრულირების მისიის გამანადგურებლები ჩაერთნენ. ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა კი დრონების საწინააღმდეგო ჩამჭერელი უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.
წინასწარი ინფორმაციით, განგაშის გამომწვევი ობიექტი ბალვის რეგიონში, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა. ადგილზე სახმელეთო სამძებრო სამუშაოები დაიწყო.
ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალები მოქალაქეებს აფრთხილებენ, საეჭვო ობიექტის ან მისი ნამსხვრევების აღმოჩენის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ მათ, არ შეეხონ და დაუყოვნებლივ დარეკონ შესაბამის სამსახურებში.