პესიის მოცულობის ზრდა არ შეესაბამება რუსეთის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ მიზნებს. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ კუდრინმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს არ აქვს საკმარისი ფული, რათა თუნდაც დღევანდელ დონეზე არსებული პენსიები გაისტუმროს _ "საპენსიო ფონდის დეფიციტი ერთ ტრილიონ რუბლს შეადგენს".
არსებული ვითარებიდან გამოსავლად კუდრინი საპენსიო ასაკის გაზრდას მიიჩნევს.
ამავდროულად, რუსეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთის ეკონომიკა კრიზისამდელ პერიოდს 2012 წელს მიაღწევს.
კუდრინის თქმით, რუსეთის მრეწველობა 97-98 %-ით უკვე შეესაბამება 2008 წლის დონეს, თუმცა რიგი სფეროები, მაგალითად მეტალურგია და მშენებლობა ჯერ კიდევ ჩამორჩება.
მისივე თქმით, ერთი წლის შემდეგ რუსეთი საბოლოოდ გამოვა კრიზისიდან.
კუდრინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების პირდაპირმა შედინებამ 2010 წელს 13-14 მილიარდით იკლო, 27 მილიარდთან შედარებით "საუკეთესო წლებში".