24 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა Starlink/Starshield-ის სისტემის მუშაობა 161 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის დროს დააფიქსირეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სისტემა უფრო მაღალი სიჩქარის პირობებშიც მოწმდება, რათა დადგინდეს მისი მუშაობის მაქსიმალური ზღვარი და გაირკვეს, რამდენად სრულად აღდგა კავშირი.
მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ Starlink/Starshield-ის მუშაობა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის პირობებშიც დაფიქსირდა და კავშირი სტაბილურია.