24-25 თებერვალს უკრაინის ქალაქ ვინიცაში რვა ქვეყნის ახალგაზრდა მერების მონაწილეობით სემინარი გაიმართება თემაზე "აღმოსავლეთ ევროპის ქალაქების განვითარება."
სემინარს თბილისის, სომხეთის, ლატვიის, მოლდოვას, პოლონეთის, რუსეთის, სლოვაკეთის, ხორვატიისა და უკრაინის რამდენიმე ქალაქის თავი დაესწრება.
როგორც ვინიცის საკრებულოში იტყობინებიან, სემინარზე მიწვეული სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მერებს გამოცდილებას დიდი ბრიტანეთისა და შვეიცარიის ურბანისტიკის წამყვანი ექსპერტები გაუზიარებენ.
სემინარზე წარდგენილ ქალაქებს ბევრი მსგავსება აქვთ. ყველა მათგანი საშუალო მოცულობისაა, რომლებმაც პოსტსაბჭოთა რეალობაში მართვის საკუთარი გზა აირჩიეს.
ქალაქის მერების ასაკი 45 წელს არ უნდა აღემატებოდეს.