ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი ბრაზილიელ რონალდოს, რომელმაც ცოტა ხნის წინ კარიერა დაასრულა, თავისი თაობის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს.
ამის შესახებ მან ესპანური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"როცა რონალდომ საკუთარი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა, მაშინვე ვიფიქრე, ნუთუ რონალდოს რაიმე უკეთესის მიღწევა არ შეეძლო. რონალდოს კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, მას უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. ის ჩინებული ფეხბურთელი გახლდათ, რომელსაც შეეძლო ისეთი საოცრებები განეხორციელებინა, რაც ადამიანის წარმოსახვისთვის მიუწვდომელი იყო,"_განაცხადა ზიდანმა, რომელმაც თავად ჩამოკიდა ბუცები ლურსმანზე.