მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა შვედმა რობინ სოდერლინგმა მარსელის საჩუგბურთო ჩემპიონატზე გაიმარჯვა. ფინალში მან მსოფლიოს 21-ე ჩოგანი ხორვატი მარიო ჩილიჩი დაამარცხა ანგარიშით 6-7 6-3 6-3 დაამარცხა.
სოდერლინგმა წელს მესამე ტურნირი მოიგო. წლის დასაწყისში ბრისბენში გაიმარჯვა, ხოლო ორი კვირის წინ როტერდამის ღია ჩემპიონატზე.
მარსელის ღია ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 512 750 ევროს შეადგენდა.
მემფისის საჩოგბურთო ღია ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ამერიკელმა ენდი როდიკმა. მსოფლიოს მერვე ჩოგანმა ფინალურ მატჩში კანადელი ჩოგბურთელი მილოშ რაონიჩი დაამარცხა ანგარიშით 7-6 6-7 7-5. მატჩი 2 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ მემფისის ფინალი როდიკისთვის 50-ე იყო.