იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ინგლისურენოვანი "ალ-ჯაზირა" იუწყება.
"ჩემი მხრიდან თანამდებობის დატოვება არამართებული იქნება. ასევე უსაფუძვლოა იემენელი მოსახლეობის მოთხოვნა, რომ თანამდებობა დავტოვო. რეგიონში საპროტესტო მუხტი ისე გავრცელდა როგორც დაავადებები", - განაცხადა ალი აბდულა სალემ.
ალი აბდულა სალე იემენს 1978 წლის შემდეგ მართავს. იემენის დედაქალაქ სანაში ძლიერი საპროტესტო აქციებია. ქვეყნის მოსახლეობა სალეს 33 წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვს. ასევე ძლიერი საპროტესტო მუხტია ლიბიაში, მაროკოში, ალჟირსა და ბაჰრეინში.