აშშ-შ ნაციონალური დაზვერვის სამსახურის დირექტორი ჯეიმს კლაპერმა განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისის ბოლო ნაბიჯები ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან მიმართებაში არის ფაქტორი, რომლის გამოც რეგიონში შესაძლოა დაძაბულობა გაიზარდოს.
ამერიკელ სენატორთა წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს კლაპერმა ამგვარ ფაქტორად ასევე დაასახელა რუსეთის პოზიცია, რომელიც აგრძელებს იმ პრინციპის ერთგულებას, რომლის გამოც მან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და რომელიც მათთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს ამუშავებს.
"საქართველოს ღია მცდელობები ჩრდილოკავკასიაში მაცხოვრებელ სხვა და სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან კონტაქტების დამყარებისა არის ასევე ამ დაძაბულობის ხელისშემწყობი ფაქტორი", _ განაცხადა კლაპერმა.