თბილისში წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახეობის ეკლესია აკურთხეს. ტაძრის კურთხევა და საზეიმო ლიტურღია ცურტავის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჩაატარა. წირვის შემდეგ პარაკლისი საქართველოოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა და მრევლი და ეკლესიის აღმშენებლები დალოცა. ვა...
"ქრისტიან-დემოკრატები" მთავრობას მეწარმეების მიმართ უფრო მეტი ლმობიერების გამოჩენას ურჩევენ. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილთან შეხვედრის დასრულების შემ...
"ქრისტიან-დემოკრატებმა" ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს სარჩელი შეიტანეს. გიორგი თარგამაძის და მისი თანაგუნდელების გარდა, სარჩელს თბილისში მცხოვრები გია ლეკიშვილი აწერს ხელს. სწორედ ლეკიშვილის საცხოვრებელ სახლში მოეწერა ხელი კონსტიტუციურ სარჩელს 3 დღის წინ. მოსარჩელეები კომუნალურ...
"ლიბერთი ბანკი" ახალ აქციას იწყებს. ნებისმიერ კლიენტს, რომელიც 2011 წლის 1 მაისამდე 5-ჯერ გადარიცხავს ან მიიღებს ფულად გზავნილს, "ლიბერთი ბანკი" ავტომატურად დაუმტკიცებს 500-ლარამდე კრედიტს. პირველი 5,000 ასეთი კლიენტი მიიღებს 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათს Gift Card. აქციაში მონაწილე...
კრემლში საახალწლო ნაძვის ხეს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთიდან 15 ბავშვი დაესწრება. რუსული მედიის ინფორმაციით, მათ შორის არიან წარჩინებული მოსწავლეები, აქტივისტები, სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელები და ასევე თითო ბავშვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის თითო რაიონიდან. რუსული მედია ასევე იუწყება, რომ ბავშვებისათვის მოსკოვში მოეწყობა...
თელავში სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლებში საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა დასრულდა. მოწყობილია შიდა საკანალიზაციო ქსელი და სველი წერტილები. სველი წერტილების განთავსების ადგილას შიდა ქართლის დევნილთა საცხოვრებლებში დაგებულია ფილებიც. სამუშაოები დევნილთა საცხოვრებლებშ...
ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დეპუტატებს დღეს საფოსტო გზავნილების განბაჟების პროცედურის გარტივების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც დღეს საპარლამენტო უმრავლესობასთან და უმცირესობასთან შეხვედრის დროს ბაინდურაშვილმა აღნიშნა, ინტერნეტით პროდუქციის გამოწერა და მისი მიღება უფრო მარ...
სარფის ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი 26 მაისს გაიხსნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრებთან შეხვედრის დროს აღნიშნა. მისი თქმით, სარფში ფაქტიურად ახალი საბაჟო პუნქტი შენდება, რომელიც ერთის მხრივ გათვლილია სატვირთო ავტომანქანების სწრაფ გაშვებაზე და მეორეს ...
საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკა ბესელიას მოძრაობიდან აცნობეს, საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში საგ...
17 წლის მოზარდმა საფრანგეთში 15 ბაგა-ბაღის აღსაზრდელი აიყვანა მძევლად საფრანგეთში, ქალაქ ბასანკონში, ერთ-ერთ ბაღში 17 წლის ფსიქიკურად დაავადებული მოზარდი შეიჭრა და 15 ბავშვი მძევლად დაატყვევა. თავიდან მან 20 ბავშვი დაატყვევა, თუმცა 5 გაანთავისუფლა. როგორც საფრანგეთის რადიო მაუწყებლობები იტ...
დღეიდან "ლუკოილის" საცალო ქსელში საწვავის ფასი 5 თეთრით გაძვირდა. კომპანიის ინფორნაციით დღეიდან "ლუკოილის" ბენზოგასამართ სადგურებზე Euro Super -ის ღირებულებამ 2,10 ლარი შეადგინა. Euro Diesel -ის ღირებულება 2,5 ლარით განისაზღვრა, ხოლო Euro Premium -ის ფასი 1,98 ლარით. Euro Reg...
"უნივერსალ ქარდ კორფორეიშენ"-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში "უნიქარდი - თქვენი სურვილების ბარათი~ განაცხადების მიღების ვადა 20 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. 4 ოქტომბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, კომპანია „უნივერსალ ქარდ კორფორეიშენ", პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია &bdq...
ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა პიერ მორელმა (ევროკავშირი), ანტი ტურუნენმა (გაერო) და ბულატ ნურგალიევმა (ეუთო) აფხაზ სეპარატისტებთან მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დეტალები განიხილეს. მათი ვიზიტი აფხაზეთის დედაქალაქში ერთდღიანი იყო. შეხვედრაზე, აფხაზური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განიხ...
ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროში ხეები დარგეს. 14 ათას 500 იფნის, ფშატისა და აკაციის ნერგი 10 ჰექტარ ფართობზე გაშენდა. პროექტი გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მასზე 100 ათასი ლარი დაიხარჯა. ხეების დარგვაში მონაწილეობა პაროდიის თეატ...
მომავალი წლიდან საგადასახადო სამსახური ახალი სალარო აპარატების შემოტანას გეგმავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრებთან შეხვედრის დროა აღნიშნა. მინისტრის თქმით, მსოფლიოში, კერძოდ კი ევროპაში გავრცელებული პრაქტიკა, როდესაც სალარო აპარატების მე...