კომპანია "ინტეკოს" ხელმძღვანელი, მოსკოვის ექს მერის იური ლუჟკოვის მეუღლე, ელენა ბატურინა მედიასაშუალებების წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას არ გამორიცხავს.
ბატურინას გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ პრესის წარმომადგენლები ლუჟკოვის ოჯახს უკანონოდ მითვისებული თანხების გამო ადანაშაულებენ.
ლუჟკოვის მეუღლე ამ ინფორმაციას სიცრუედ და ცილისწამებად მიიჩნევს და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
ეს ინფორმაცია შსს-ს საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურ საიტზე 17 თებერვალს გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, გამოძიებისთვის დაუდგენელმა თანამშრომლებმა "მოსკოვის ბანკიდან" 13 მილიარდი რუბლი თაღლითურად მიითვისეს. მოგვიანებით კი ამ კრედიტით მიღებული თანხა ელენე ბატურინას პირად ანგარიშზე ჩაირიცხა.
ამ საქმესთან დაკავშირებით, 17 თებერვალს ბატურინას მფლობელობაში არსებულ კომპანია "ინტეკოში" ჩხრეკა ჩატარდა. ელენა ბატურინამ მომხდარი კომპანიაზე ზეწოლად აღიქვა.
ჯერ კიდევ 2010 წელს " Financial Time "-მა ელენა ბატურინას ბოდიში მოუხადა, რადგან ამ მედიასაშუალებით გავრცელდა, თითქოს ლუჟკოვის მეუღლემ ლონდონში სიდიდით მეორე აგარაკი იყიდა.