ბაჰრემში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების დროს 60 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სამხედროები აქციის მონაწილეებს ქუჩებს დაცლას სთხოვენ, დედაქალაქ მანამის რამდენიმე ქუჩაზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები კვლავ გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ ბაჰრემის ხელისუფლებას დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა პატივის სცეს ადამიანის უფლებებსა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენოს.