დაღესტანში, ხასავიურტის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ერთ-ერთ საცხოვრებლ სახლში ბოევიკების ბლოკირება მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
"საცხოვრებელ სახლში ბლოკირებულია უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორი წევრი. ამ დროისთვის ჩაბარებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება", - აცხადებენ ანტიტერორისტულ ცენტში.
როგორც ცნობილია, დღეს დაღესტანის ორ რაიონში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა. სამართადალმცველები სულ 15 სოფლის შემოწმებას გეგმავენ.
კონტრტერორისტული რეჟიმი დაღესტანში ოპერაციის დასრულებამდე გაგრძელდება