დღეს, 21 თებერვალს, სამტრედიაში, მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავას სახელობის ტაძარი იკურთხევა. ტაძარი ტრაგიკულად დაღუპულ ლევან კალაძის სახელზე ააგო მისმა ძმამ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლევან კალაძე ბოროტმოქმედთა მიერ ათი წლის წინათ გაიტაცეს და მოკლეს. ლევან კალაძის სახელზე აგებული ტაძრის მშენებლობა სამ წელიწადს მიმდინარეობდა და ის საბჭოთა რეჟიმის დროს დახვრეტილ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ ნაზარის სახელობისაა. 1994 წელს საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ მიტროპოლიტი ნაზარი წმინდანად შერაცხა.
კახა კალაძის ქტიტორობით აგებულ მიტროპოლიტ ნაზარის სახელობის ტაძარი ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას მიერ იქნება ნაკურთხი. ტაძრის გახსნას თავად კახა კალაძეც დაესწრება.