საპროტესტო მუხტი ჩინეთშიც აგორდა. ასეულობით ადამიანი გამოვიდა პეკინისა და შანხაის ცენტრში, რომლებიც ხელისუფლებისგან რეფორმების გატარებას მოითხოვდნენ. აქცია პოლიციამ რამდენიმე წუთში დაშალა.
როგორც BBC იუწყება, დემონსტრანტები აქციაზე შემდეგ ფრაზებს გაიძახოდნენ: "ჩვენ გვინდა საკვები; ჩვენ გვინდა სამუშაო; ჩვენ გვინდა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა; ჩვენ გვინდა სამართლიანობა".
როგორც უცხოური მედიასაშუალებები იუწყებიან, დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.