თურქეთში საქართველოს სამმა მოქალაქემ ტყავის ქურთუკების მაღაზიის ძარცვა სცადა, თუმცა ისინი ადგილზევე დააკავეს. თურქი სამართალდამცველების ინფორმაციით, დავით მეტრეველმა, ტარიელ მაისურაძემ და დავით ჭულუხაძემ ნაძარცვი ტყავის ქურთუკების გატანა სავაჭრო ცენტრიდან ფოლგით შეფუთული ჩანთებით სცადეს. ისინი სათვალთვალო კამერამ...
აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვოინსკი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა მას გაწეული სამუშაოსათვის მადლობა უკვე გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ ვოინსკი 1993-2001 წლ...
გალის რაიონში ტერაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. სამართალდამცავებმა, რომლებიც ვიტალი როდონაიას მკვლელობას იძიებდნენ სოფელ გაგიდას განაპირას სამი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი "ტმ-62" და ერთი მსხვრევადი ნაღმი აღმოაჩინეს. "ყველა ნაღმი ერთმანეთთან ელექტროსადენით იყო დაკავშ...
ამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპი მის მრავალწლიან კარიერაში მიღწევებისათვის, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს - "ოქროს დათვს" მიიღებს. 62 წლის სტრიპი ჯილდოს 14 თებერვალს ფესტივალის მსვლელობისას მიიღებს. მერილ სტრიპი 1949 წლის 22 ივლისს დაიბადა. მისი კინოკარიერა მაიკლ ჩიმინოს ფი...
მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულისთვის სერიოზულად აპირებს შეტევის გაძლიერებას. ბავარიელების მთავარი სამიზნეები მანჩესტერელი დიმიტარ ბერბატოვი და "ბაზელის" ფეხბურთელი შერდან შარიკი არიან. ბულგარელს "ეშმაკებთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და კლუბის ხელმძღვანელობასაც არ აქვს გადაწყვეტილი, გაუფორმებს თუ არა ფე...
დიდ ბრიტანეთში განქორწინების მესამედი Facebook ქსელში ერთ-ერთი მეუღლის ქცევის გამო ხდება. განქორწინებისას ყველაზე ხშირად წყვილები ჩივიან იმაზე, რომ მათი მეუღლეები წერდნენ უღირს შეტყობინებებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. ტვიტერს ბრიტანულ განქორწინებაში ბრალი თითქმის არა აქვს: მის გამო მხოლოდ წყვილთა 0,4 %...
62-ე ბერლინის კინოფესტივალი 9 თებერვალს ფრანგი რეჟისორის ბენუა ჟაკოს მიერ გადაღებული ისტორიული დრამით "დამშვიდობება დედოფალთან" გაიხსნება. ფილმი საფრანგეთის რევოლუციის პირველ დღეებში ვერსალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ დიანა კრიუგერი - დედოფალ მარი ანტუანეტას და ლეა...
თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ბაჩო ცანავა ბავშვებს მასტერკლასს ჩაუტარებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მუზეუმში განუცხადეს ბაჩო ცანავას გამოფენის "თოჯინები თამაშობენ" - დათვალიერების შემდეგ ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას აუდიო-ვიზუალური მასალით პროგრამაში, მოის...
გურჯაანის მოსახლეობა ავი ძაღლისგან დაცვას ითხოვს. ბოლო პერიოდში ადგილობრივ ექიმს მისგან ერთი ძაღლისგან დაკბენილმა ათმა ადამიანმა მიმართა. დაზარალებულთა უმეტესობა ქალია. ძაღლისგან დაშინებული ხალხი გარეთ გასვლას ერიდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ მიმართვას მოსახ...
თბილისის "დინამომ" კიდევ ერთი ესპანელი დაიმატა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი ანდრეუ გერაუ გააგრძელებს კარიერას. იგი "ბარსელონა-ბ"-ში 2003-05 წლებში გამოდიოდა, მომდევნო სეზონი კი "მალაგას" ფარმკლუბში ჩაატარა. 2006-10 წლებში გერაუ ხიხონის "სპო...
1-ლი თებრვლიდან ნუმერაციის რესურსით სარგებლობისთვის გადასახადი დაწესდება. აღნიშნულთან დაკავშირებით „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" კანონში ცვლილებები უკვე განხორცილდა. ცვლილებების თანახმად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა - 100 ლარი ეღირება. ამასთან, კანონიდან ამო...
ესპანელი ქირურგების პაციენტმა, რომელმაც მსოფლიოში პირველმა ორივე ფეხის ტრანსპლანტაცია გადაიტანა, სიარული დაიწყო. ოპერაცია 2011 წლის ივლისში ჩატარდა. ხანგრძლივი სარეაბილიტაციო თერაპიის და რეაბილიტაციის შემდეგ, ვალენსიის კლინიკის სარეაბილიტაციო განყოფილების საცურაო აუზში პაციენტმა პირველი ნაბიჯი გააკეთა...
რუსეთის მთავარ სანიტარს გენადი ონიშჩენკოს უკრაინული ყველის მიმართ სერიოზული პრეტენზიები გაუჩნდა. რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა უკრაინულ ყველში პალმის ზეთის ჭარბი რაოდენობა გამოავლინა. ყველი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რამდენიმე უკრაინელ მეწარმეს შეაქვს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. "როსპო...
წელიწადნახევრიანი ტყვეობის შემდეგ გათავისუფლებული მეზღვაურები დაახლოებით სამ საათში კენიის ერთ-ერთ პორტში უნდა ჩავიდნენ. ქალაქ მონბასაში მათ ქართული დელეგაცია დახვდება. კენიიდან ქართველი მეზღვაურები "აირზენას" სპეციალური რეისით 14 იანვრამდე ჩამოფრინდებიან. 15 ქართველ მეზღვაურს ოჯახის წევრები ბათ...
უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი დაგვიანებით შესრულდა. ნისლისა და ცუდი ხილვადობის მიზეზით გარკვეული დროით დაიგვიანა კიევის, სტამბულის, ბაქოს, თელ-ავივისა და ვარშავის რეისებმა. თუმცა არცერთი ფრენა არ გადადებულა. თბილისის აეროპორტის წარმომადგენლების განცხადებით, აეროპორტი შეუფე...