საოფისე ფართი ყველაზე ძვირი ლონდონშია. ლონდონში 1 კვ/მ ფართის იჯარით აღება თვეში საშუალოდ 1700 დოლარი ღირს. ანალიტიკოსთა განმარტებით, ლონდონში უძრავი ქონების ფასი იგივეა, რაც ერთი წლის წინ იყო, უბრალოდ, მაშინ ქალაქში უძრავი ქონების გაძვირებას ხელი ლონდონში დაგეგმილმა ოლიმპიურმა თამაშებმა შეუწყო.
რაც შეეხება ჰონგ-კონგს: იქ წლების განმავლობაში ოფისების ქირაობა და ზოგადად უძრავი ქონება საკმაოდ ძვირი იყო და რეიტინგში პირველ ადგილსაც იკავებდა, წელს ჰონგ-კონგი უკვე მეორე პოზიციაზეა, რადგანაც ქალაქში უძრავი ქონების ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 12 %-ით შემცირდა.
რაც შეეხება დუბაის, აქ უძრავი ქონების ფასი ერთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ დუბაის ოფისების 1/3 აუთვისებელია.
შეგახსენებთ, რომ ლონდონი ყველაზე ელიტური უძრავი ქონების რეიტინგში, მაღალი ფასის გამო ლიდერობს. ამ რეიტინგში მეორე ადგილზეა ჟენევა, სადაც ელიტურ კვარტალში ელიტური 1 კვ/მ ფართის ქირაობა 25 ათას დოლარადაა შესაძლებელი.